პრეზიდიუმი გეგა გეგეშიძეს პოსტიდან ვერ გადააყენებს და ვერც ზურა დათუნაშვილს დასჯის

პრეზიდიუმს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტისთვის, რიგგარეშე ყრილობის მოწვევამდე, მხოლოდ უფლებამოსილების დროებით შეჩერება შეუძლია

მომავალ კვირას, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი შეიკრიბება და 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს განიხილავს.

მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი პრეზიდიუმისგან გეგა გეგეშიძის გადაყენებას ელის, თავად კი ფიქრობს, რომ მას სანქცია არ ემუქრება.

ვინ არიან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები და რისი უფლება აქვთ მათ მოქმედი წესდების მიხედვით, რომლის ბოლო რედაქცია 2009 წლით თარიღდება და მასში შესწორებები 2017 წელსაა შეტანილი. ყველა ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრში ხელმისაწვდომია.

წესდების თანახმად, პრეზიდიუმს, რომლის მოწვევაც ფედერაციის პრეზიდენტს, ან ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს შეუძლია, პრეზიდენტის გადაყენების უფლება არ აქვს. როგორც წესდების მე-7 და მე-8 მუხლებშია განმარტებული, პრეზიდიუმს შეუძლია გადაირჩიოს მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და პრეზიდიუმის წევრები, ხოლო პრეზიდენტის გადასაყენებლად უნდა მოიწვიოს რიგგარეშე ყრილობა. რიგგარეშე ყრილობის მოწვევამდე, პრეზიდიუმს აქვს ერთადერთი უფლება გეგეშიძის მიმართ, რომ მას უფლებამოსილება შეუჩეროს და ჩანიშნოს რიგგარეშე ყრილობა.

პრეზიდიუმი ვერ დააკისრებს სანქციას სპორტსმენსაც, რადგან წესდებაში, პრეზიდიუმის უფლებამოსილებაში განსაზღვრული არაა, აქვს თუ არა დისციპლინარულ გადაცდომაზე მსჯელობის უფლება საერთოდ ამ ორგანოს. შესაბამისად, თუკი პრეზიდიუმი ზურა დათუნაშვილს სანქციას დააკისრებს, ეს სანქცია კანონიერად ვერ ჩაითვლება.

ფედერაციის რომელმა ორგანომ ან კომიტეტმა უნდა იმსჯელოს დისციპლინარულ გადაცდომაზე, კონკრეტულად ასეთი ჩანაწერი წესდებაში არ იძებნება.

მუხლი 7. ფედერაციის პრეზიდიუმი

7.1. ყრილობებს შორის ფედერაციის საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს ფედერაციის პრეზიდიუმი.

7.2. პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ფედერაციის ყრილობის მიერ.  (მინიმუმ 15, მაქსიმუმ 21)

7.3 ფედერაციის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან ფედერაციის პრეზიდენტი, ყრილობის მიერ არჩეული პრეზიდიუმის (1/3 წევრი) წევრები და პრეზიდენტის მიერ დანიშნული პრეიზიდუმის წევრები (2/3 წევრი)

7.4. ფედერაციის პრეზიდიუმი ირჩევა 4 წლის ვადით.

7.5. ფედრაციის პრეზიდიუმის წევრს უფლებამოსილება უწყდბეა ყრილობის მიერ ახალი პრეზიდიუმის არჩევისას.

7.6. პრეზიდიუმის არჩეული წევრი მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას შეიძლება ვადამდე იქნას გამოწვეული პრეზიდიუმის შემადგენლობიდან ყრილობის მიერ, ხოლო პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის გამოწვევა ხდება პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

7.7. პრეზიდიუმს და პრეზიდიუმის სხდომებს ხელმძღვანელობს ფედერაციის პრეზიდენტი.

7.8. პრეზიდიუმის სხდომა მოწვეულ უნდა იქნეს ექვს თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს პრეზიდიუმის წევრთა სრული შემადგენლობის 50%-ზე მეტის წერილობითი მოთხოვნით.

7.9. პრეზიდიუმის სხდომის ჩატარებისა და დღის წესრიგის შესახებ პრეზიდიუმის წევრებს უნდა ეცნობოთ პრეზიდიუმის სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. პრეზიდიუმის მოწვევისას გამოიყენება ამ წესდებით ყრილობის მოწვევისთვის დადგენილი შეტყობინების ფორმა. .

7.10. პრეზიდიუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა 2/3 და ფედერაციის პრეზიდენტი ან პრეზიდენტის დავალებით ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტი, რომელიც უხელმძღვანელებს ამ სხდომას.

7.11 პრეზიდიუმის სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება პრეზიდიუმის წევრთა უბრალო უმრავლესობით გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7.12 პრეზიდიუმის სხდომის დროს დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ფედერაციის პრეზიდენტი და სხდომის მდივანი.

7.13  პრეზიდიუმის კომპეტენციას განეკუთვნება: ფედერაციის საქმიანობის პრინციპების განსაზღვრა;

ა) ფედერაციის წევრების მიღება და გარიცხვა;

ბ) ეთიკის კომისიის წარდგინების საფუძველზე ფედერაციის წევრის გარიცხვა ან უფლებამოსილების შეჩერება;

გ) ფედერაციის საპატიო წევრის არჩევა;

დ)ფედერაციის საწარმოებისა და დაწესებულებების დაფუძნება ან სხვა საწარმოში ფედერაციის წილობრივი მონაწილეობის საკითხის გადაწყვეტა;

ე) ფედერაციის უძრავის ქონების მართვა და განკარგვა;

ვ)საწევრო შესატანის ოდენობის, მისი გადახდის და ხარჯვის წესის დადგენა;

ზ) ჭიდაობაში სპორტული წოდებების, მათ შორის სპორტის ოსტატის, საეთაშრისო კლასის სპორტის ოსტატის და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდების მინიჭება;

თ) მწვრთნელთა და მსაჯთა წოდებების, კატეგორიების განსაზღვრა და მათი წარდგინება;

ი) მწვრთნელთა საქმიანობის შეფასების მიზნით 4 წლიანი ოლიმპიური ციკლისთვის კრიტერიუმების განსაზღვრა, რათა ყველასთვის ნათელი გახდეს, რამდენად ართმევს თავს ნებისმიერი მათგანი დაკისრებულ მოვალეობას

კ) ფედერაციის კომისიების შექმნა მიმართულებების მიხედვით;

ლ) სპორტული კლუბების აკრედიტაციის შეცერება/გაუქმება

მ) ფედერაციის სიმბოლიკის დამტკიცება;

7.14  პრეზიდიუმს უფლება აქვს ეთიკის კომისიის წარდგინებით გაათავისუფლოს პრეზიდიუმის ან სხვა ორგანოს წევრი მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობის ან შეუფერებელი საქიცელის ჩადენის გამო. ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა პრეზიდიუმის წევრთა 2/3-ით.

7.15 პრეზიდიუმი უფლებამოსილია  პრეზიდიუმის წევრთა  2/3-ის გადაწყვეტილებით,  უფლებამოსილია შეუჩეროს უფლებამოსილება ფედერაციის პრეზიდენტს,  ვიცე-პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, ფედერაციის ნებისმიერი ორგანოს ხელმძღვანელს,  წევრს და ფედრაციის წევრს ეთიკის კომისიის წარდგინების საფუძველზე. უფლებამოსილების შეჩერება არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. 

7.16 პრეზიდიუმის წევრს პრეზიდიუმის სხდომის ზედიზედ ორჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ავტომატურად უწყდება პრეზიდიუმის წევრობა.

წესდების მერვე მუხლში, განსაზღვრულია პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების უფლებამოსილებები. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, 4 წლის ვადით ყრილობა ირჩევს. ამავე მუხლის 8.5 -ის თანახმად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს, უფლება აქვს, გაწეული სამუშაოს არადამაკმაყოფილევლად შეფასების შემთხვევაში უფლებამოსილება შეუწყვიტოს პრეზიდენტსა მის  გადასარჩევად დაუყოვნებლივ მოიწვიოს რიგგარეშე ყრილობა.

მუხლი 8. ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი

8.6 პრეზიდენტის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების უხეშად დარღვევის შემთხვევაში, პრეზიდიუმს უფლება აქვს შეუჩეროს უფლებამოსილება პრეზიდენტს და მის გადასარჩევად მოიწვიოს ყრილობა, ამ წესდებით დადგენილი წესისა და პირობების შესამამისად. იმ შემთხვევაში, ტრილობამ არ ან ვერ გადაირჩია პრეზიდენტი, მას დაუყოვნებლივ აღუდგება უფლებამოსილება და განმეორებით, აღნიშნული საკითხის დაყენება შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ. დაუშვებელია, პრეზიდენტის გადარჩევა, მისი არჩევიდან პირველი 6 თვისა და უფლებამოსილების ამოწურვამდე, ბოლო 3 თვის განმავლობაში.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს დღეს 36 წევრი ჰყავს:

პრეზიდენტი/წევრი: თამაზ გეგეშიძე;

წევრები: ელდარ კურტანიძე,, ლევან თედიაშვილი,, ლერი ხაბელოვი,  გურამ საღარაძე, რომან რურუა, როსტომ აბაშიძე, მიხეილ სალაძე, თეიმურაზ აფხაზავა, ესტატე გოგლიჩიძე, მუხრან ვახტანგაძე, ვახტანგ ბლაგიძე, კობა ჭიჭვეიშვილი, დავით დუგლაძე, ვასილ ქარსელაძე, თემო ყაზარაშვილი, დიმიტრი გელაშვილი, მანუჩარ კვირკველია, ზარბეგ ბერიაშვილი, გიორგი ყურაშვილი, თამაზ გველუკაშვილი, შოთა ბილანიშვილი, გიორგი გოგრიჭიანი, ლევან ცაგურია, ალექსანდრე ჭიკაიძე, ფარნაოზ მოლოდინაშვილი, გენად ჩხაიძე, ლევან მურვანიძე, თამაზ გეგეშიძე, დავით კორახაშვილი, ივანე ყვარელაშვილი, დავით დავითაშვილი, ლაშა ლომიძე, კობა სუთიაშვილი, თამაზ მაჭავარიანი, დავით გობეჯიშვილი.

ამრიგად, წესდების შესაბამისად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი გეგა გეგეშიძეს ვერ გადააყენებს, თუმცა, პრეზიდიუმს აქვს უფლება, უფლებამოსილება შეუჩეროს მას და დაუყოვნებლივ მოიწვიოს ყრილობა, რომელიც გეგა გეგეშიძის გადაყენების საკითხზე იმსჯელებს.

მუხლი 6. ფედერაციის ყრილობა

6.1 ფედერაციის მართვის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელიც მოიწვევა ფედერაციის პრეზიდიუმის მიერ ყოველ 4 (ოთხი) წელიწადში ერთხელ.

6.2. ყრილობა მოიწვევა ფედერაციის ადგილსამყოფელის მიხედვით, თუ მომწვევის მიერ სხვა ადგილი არ იქნება განსზაღვრული.

6.3. ფედერაციის ყრილობა, როგორც წესი, ტარდება ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორების, მსოფლიო თასის მფლობელების, წამყვანი მწვრთნელებისა და რეგიონალური ფედერაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელთა შემადგენლობას, არაუმეტეს 110 კაცის ოდენობით ადგენს ფედერაციის პრეზიდიუმი.

6.5. ყრილობის მუშაობას წარმართავს ფედერაციის პრეზიდენტი,. მის მიერ ამ უფლების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ერთ0ერთი ვიცე პრეზიდენტი.

6.6. ყრილობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საამისოდ უფლებამოსილ პირთა ფედერაციის პრეზიდიუმის მიერ დადგენილი რაოდენობის 2/3 მაინც.

6.7. ყრილობის მონაწილე ყველა წევრს (დელეგატს) აქვს ერთი ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად არ ჩაითვლება.

6.8  ყრილობა გადაწყვეტილებებს იღებს ფარული ან ღია კენჭისყრით. კენჭისყრის სახეობას საზღვრავს ყრილობა.

6.9 ყრილობის გადაწყვეტილება ნამდვილია მაშინ, თუ ის საკითხი, რაზეც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შეტანილი იყო ყრილობის მოწვევის დროისთვის განსაზღვრულ დღის წესრიგში.

6.10 ფედერაციის ყრილობის კომპეტენციას განეკუთვნება:

> ფედერაცის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების და გენერალური მდივნის არჩვეა;

> სარევიზიო კომისიის წევრთა რაოდენობის განსაზღვრა, კომისიის წევრთა და თავმჯდომარის არჩევა;

> ფედერაციის პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობის განსაზღვრვა და მათი არჩევა;

> ფედერაციის პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და მათი არჩევა;

> ფედერაციის რეორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის (ლიკვიდაცია) ან მისი მიზნების შეცვლის გადაწყვეტილების მიღება;

6.11 ყრილობის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა (დელეგატთა) ხმების უმრავლესობით (50%+1 კაცი), ხოლო გადაწყვეტილება, წესდების შეცვლის თაობაზე 2/3-ის უმრავლესობით…

  • 14
  •  
  •  
  •  
  •  
  •