ოქროს შანსი პარიზიდან – ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა

საქართველოს ნაკრების აქტივში, ამ დროისთვის, 1 ვერცხლი და ორი ბრინჯაოა

ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ), პარიზის გრან სლემის ფინალში, კორეელი გუჰამ ჩო იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ ვოლფსა და ებრაელ პალტჩიკს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ვარლამ ლიპარტელიანი ერთადერთია, რომელმაც დღეს, ქართველი ფალავნებიდან, მედლისთვის ბრძოლა განაგრძო და ფინალშიც გავიდა.

საქართველოს ნაკრების აქტივში, ამ დროისთვის, 1 ვერცხლი და ორი ბრინჯაოა.

ფინალური ბლოკი, თბილისის დროით, 20:00 საათიდან დაიწყება.

  • 12
  •  
  •  
  •  
  •  
  •