9-დან 9 ოქრო – ქართველი მოჭიდავეების ფენომენალური შედეგი

ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ გიორგი სულავა დასახელდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების გამარჯვებითა და  ფენომენალური შედეგით დასრულდა ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირი.

ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე, 9 შესაძლებლობიდან, ქართველმა მოჭიდავეებმა ცხრა ოქრო მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში, უპირობოდ, პირველი ადგილი დაიკავეს.

ბულგარეთის ტურნირის ტრიუმფატორები არიან:

რობერტ დინგაშვილი (57 კგ)

ედემი ბოლქვაძე (65 კგ)

ივერი ჯულაყიძე (70 კგ)

გიორგი სულავა (74 კგ)

ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ)

ზაურ ბერაძე (86 კგ)

დემურ მეგენეიშვილი (92 კგ)

ბექა ჭელიძე (97 კგ)

ზურიკო ურთაშვილი (125 კგ)

ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ გიორგი სულავა დასახელდა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრზე მონაწილეობა რუსეთის, აშშ-ს, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, მასპინძელი ბულგარეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.

 

  • 350
  •  
  •  
  •  
  •  
  •