ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოეწერა

იენს სტოლტენბერგი: მოუთმენლად ველოდები, როდის აღიმართება 30-ე დროშა ნატო-ს შტაბ-ბინის წინ

მისი თქმით, ნატო არის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ვაშინგტონის შეთანხმებაში ჩაწერილი ღირებულებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია.

„ეს არის ოჯახი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მსოფლიოში უფრო მეტი მშვიდობა იყოს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგე-ბლობა და გადავჭრათ პრობლემები. გავაგრძელებთ რეფორმებს კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და თავდაცვის სფეროში. გვეყოლება 29 მეგობარი და მოკავშირე. ქვეყნების სიძლიერეს განაპირობებს მეგობრების სიძლიერეც.

დღეიდან ჩემი ქვეყანა მართლაც ძალიან ძლიერია. მე ვარ ძალიან ბედნიერი. მე მაქვს ისტორიული პრივილეგია, რომ წარმოვადგინო მაკედონიის რესპუბლიკა დღეს, ნატო-ში. მადლობას ვუხდი ნატო-ს წევრ ქვეყნებს, აქ წარმოდგენილ მათ ელჩებს, ვინც ჩვენ დაგვეხმარა პროცედურების დაჩქარებაში. ჩვენ აქ ვართ, ვართ მზად, შეგვიძლია და მოუთმენლად ველოდებით გაწევრიანების შემდეგ ჩვენი მოვალეობების შესრულებას და პასუხისმგებლობის აღებას“, – განაცხადა ნიკოლა დიმიტროვმა.

“მოუთმენლად ველოდები, როდის აღიმართება 30-ე დროშა ნატო-ს შტაბ-ბინის წინ,” – ამის შესახებ, პროტოკოლს ხელმოწერის შემდეგ, ნატო-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ისტორიული დღეა თქვენთვის და საამაყო დღეა ჩვენთვის. წევრმა ქვეყნებმა უნდა დაიწყონ პროტოკოლის რატიფიცირება. მაკედონიას უკვე შეაქვს წვლილი ჩვენს მიერ წარმოებულ ოპერაციებსა და მისიებში. თქვენ ატარებთ რეფორმებს. თქვენი გაწევრიანება ნატო-ს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას, სტაბილურობას – დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს. ეს არის კარგი რეგიონისთვის და კარგი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. გაფართოება გააძლიერებს ნატო-ს ბევრი მიზეზის გამო. დღეიდან თქვენ მონაწილეობას მიიღებთ შეხვედრებში. ველოდებით მაკედონიის თავდაცვის მინისტრს მინისტერიალზე და ვეპატიჟებით პრემიერ-მინისტრს ლიდერების შეხვედრაზე. მოუთმენლად ველოდები, როდის აღიმართება 30-ე დროშა ნატო-ს შტაბ-ბინის წინ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

  • 2
  •  
  •  
  •  
  •  
  •