უნიკალური ფოტო: ჩინურმა თანამგზავრმა მთვარის ბნელი მხარე გადაიღო

ჩინურმა თანამგზავრმა “ლუნცზიან-2” უნიკალური ფოტო გადაიღო, რომელზეც პირველადაა აღბეჭდილი მთვარის მეორე, ე.წ. ბნელი მხარე, რომელიც დედამიწიდან არ ჩანს, ფონზე კი თავად დედამიწაა – მზის შუქით განათებული.

ტყუპი თანამგზავრები “ლუნცზიან-1” და “ლუნცზიან-2”, რომელთაგან თითოეულის წონა 45 კილოგრამია, გასული წლის მაისში გაუშვეს, თუმცა მთვარის ორბიტაზე გასვლა მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა. ახლა ის უზრუნველყოფს კავშირის დამყარებას ჩინეთის კოსმიურ აპარატთან – “ჩანიე -4”, რომელიც 3 იანვარს, ისტორიაში პირველად, დაეშვა მთვარის საპირისპირო მხარეს.

თუმცა, ფოტო ჩინეთის ნაციონალურ კოსმიურ სამმართველოს არ გამოუქვეყნებია, რომელიც მთვარის მისიას და ქვეყნის ყველა კოსმურ პროგრამას კურირებს, არამედ – მოყვარულმა ასტრონავტებმა ნიდერლანდების დვინგელოს რადიოობსერვატორიიდან. მათ ჩინური თანამგზავრიდან ფოტო ჩამოტვირთეს და გამოსახულება ოდნავ დაარედაქტირეს.

ასე გამოიყურებოდა ფოტოს თავდაპირველი ვერსია: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: BBC

  • 3
  •  
  •  
  •  
  •