ალცჰაიმერის დაავადება, შესაძლოა, გადამდები აღმოჩნდეს

ალცჰაიმერის სინდრომი ინფექციური დაავადებაა – ბოლო პერიოდში, სულ უფრო იზრდება იმ სამეცნიერო პუბლიკაციების რიცხვი, რომლებიც ამ სახიფათო ჰიპოთეზას ადასტურებენ.

ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომსა და ბაქტერიებს შორის კავშირის კიდევ ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

ლუისვილის უნივერსიტეტის მკვლევარები, მიკრობიოლოგ იან პოტემპას ხელმძღვანელობით, აცხადებენ, რომ ალცჰაიმერის სინდრომით დაავადებული ადამიანების ტვინში ბაქტერია Porphyromonas gingivalis იპოვეს. ეს მიკროორგანიზმი ქრონიკული პერიოდონტიტის ან ღრძილების ანთებისას ჩნდება – ამით კი მილიონობით ადამიანი იტანჯება.

ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პათოგენური ბაქტერია, რაც ღრძილების ანთებას იწვევს, ტვინში აღწევს და ხელს უწყობს ამილოიდის ცილების გამომუშავების სტიმულირებას. შედაგად, იქმნება ბეტა-ამოლოიდური ფოლაქები, რაც ალცჰაიმერის დაავადების ძირითად სიმპტომად ითვლება.

მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ფარმაკოლოგიური კომპანია Cortexyme უწევს კოორდინაცია, არ ამტკიცებს, რომ ალცჰაიმერის დაავადების ერთადერთი ჭეშმარიტი მიზეზი აღმოაჩინეს – ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

“ადრეც არსებობდა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ინფექციურ პათოგენებს შეუძლიათ, გამოიწვიონ ან ხელი შუწყონ ალცჰაიმერის სიმტომების განვითარებას, მაგრამ ჩვენ ახლა პირველად მივიღეთ იმის სარწმუნო დადასტურება, რომ ბაქტერიული ინფექციები ამ საშინელ დაავადებასთან კავშირშია”, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა, სტივენ დომინმა.

გარდა ამისა, მკვლევარებმა შეძლეს, განესაზღვრათ ტოქსიკური ფერმენტების ჯგუფი, რომლებსაც ბაქტერიები ალცჰაიმერის სინდრომით დაავადებულთა ტვინში შეღწევისას გამოყოფენ.

სპეციალისტების ჯგუფმა, რომლებიც გრიფით COR388 მოქმედებენ, თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ, განაცხადეს, რომ ინფექციის შედეგად ტვინში ჩასახლებული ბაქტერია P. gingivalis შემცირება შეძლეს, რამაც, იმავდროულად, ბეტა-ამილიოდების წარმოქმნა და ნეირონების ანთება შეამცირა.

მეცნიერები აღნიშნულ კვლევებს ფრთხილი ოპტმიზმით ეკიდებიან. ბოლო 15 წლის განმავლობაში, მსოფლიო ფარმაკოლოგიურ კომპანიებს ადამიანებისთვის ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობის არც ერთი პრეპარატი არ შუუთავაზებიათ, ბევრმა მათგანმა კი ამ სფეროს კვლევაც კი შეწყვიტა – არარენტაბელობის გამო.

კვლევის შედეგები ჟურნალმა Science Advances გამოაქვეყნა.

 

წყარო: BBC

 

  • 40
  •  
  •  
  •  
  •