ფეხბურთის ფედერაციამ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ხელფასის სახით  32  091  027 ლარი გასცა

ფედერაციამ სამი წელში სხვადასხვა წყაროდან 86 529 889 ლარი მიიღო, თუმცა ყველა საანგარიშო წელი მაინც ზარალით დაასრულა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, 2016, 2017 და 2018 წელს გაცემული ხელფასის რაოდენობამ 32 091 027 ლარი შეადგინა.

2016 წელს, ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ხელფასების სახით, თანამშრომლებს  9 843 654 ლარი გადაუხადა, 2017 წელს – 11 597 373 ლარი, ხოლო 2018 წელს – 10 650 000 ლარი.

დოკუმენტი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Recorder-მა მოიპოვა, თავად ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის შედგენილი და ის, ბოლო ყრილობაზე, ფედერაციის სუბიექტებს დაეგზავნათ. მიუხედავად ამისა, ფეხბურთის ფედერაციის ხარჯებზე, 18 ივლისს ჩატარებულ ყრილობაზე, სფფ-ს არცერთ სუბიექტს კითხვა არ დაუსვამს.

2016 წელს სფფ-ს შემოსავლებმა  23 723 909 ლარი შეადგინა.

აქედან:

7 796 398 ლარი – შემოსავალი რეალიზაციიდან

6 895 660 ლარი – სახელმწიფო დაფინანსება

საერთაშორისო ორგანიზაციების გრატნები:

6 035 908 ლარი – უეფა

2 121 093 ლარი – ფიფა

874 850 ლარი – კლუბების საწევროები

2016 წელს ფეხბურთის ფედერაციას ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დაფინანსება არ მიუღია.

2016 წელს მიღებული შემოსავლებიდან, 9 843 654 ლარი ფეხბურთის ფედერაციამ ხელფასებზე დახარჯა, ეროვნულ და სხვა ნაკრებებზე – 5 112 651 ლარი.

სულ, 2016 წელს მიღებული შემოსავლების ხარჯთაღრიცხვა ასეთია:

ხელფასი – 9 843 654 ლარი

ნაკრებების ხარჯები – 5 112 651 ლარი

რეგიონალური ფედერაციები და უწყებანი – 560 712 ლარი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერა-პრიზები – 600 000 ლარი

სესხის პროცენტი – 748 707 ლარი

ბანკის მომსახურების პროცენტი – 22 531 ლარი

მივლინების ხარჯები – 141 128 ლარი

კომუნალური ხარჯები – 519 555 ლარი

სამეურნეო – 389 853 ლარი

გადასახადები – მიწა, ქონება – 190 479 ლარი

ცვეთა და ამორტიზაცია – 2 832 497 ლარი

წარმომადგენლობითი ხარჯები – 130 471 ლარი

სანოტარო, მთარგმნელობ.აუდიტორული – 205 065 ლარი

ფიფა უეფას მიერ დარიცხული ჯარიმები – 14 745 ლარი

კომიტეტის სხვა ხარჯები –  492 631 ლარი

სხვა ხარჯები – 608 789 ლარი

ძირითადი საშუალებების მშენებლობა/პროექტირების ხარჯი – 2 076 259 ლარი

განვითარების ფონდის დაფინანსების ხარჯი – 0

სულ ხარჯები: 24 489 727 ლარი

მოგება ზარალი: (-) მინუს 765 818

მოგების გადასახადი საგადასახადო კოდექსის მიხედვით – 321 922 ლარი

სულ წმინდა მოგება-ზარალი – (-) მინუს 1 087 740 ლარი

ვინაიდან, სფფ-მ 2016 წელს შემოსავალი 23 723 909 ლარი მიიღო, ხოლო გაწეულმა ხარჯმა 24 489 727 ლარი შეადგინა, წელი მინუსებში დაასრულა. მოგების გადასახადმა 321 922 ლარი შეადგინა, ზარალმა კი –  მინუს 1 087 740 ლარი.

2016 და 2018 წლებისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციამ უფრო სოლიდური შემოსავალი მიიღო 2017 წელს, რომელმაც ჯამში 38 625 980 ლარი შეადგინა. შემოსავლის მსგავსად, მაღალი იყო გაცემული ხელფასების რაოდენობაც და წლის ბოლოს – ზარალიც.

სფფ-ს შემოსავლები 2017 წელს:

10 803 147 ლარი – შემოსავალი რეალიზაციიდან

6 695 948  ლარი – სახელმწიფო დაფინანსება

საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები:

14 790 211 ლარი – უეფა

2 950 989 ლარი – ფიფა

2 545 000 ლარი – კლუბების საწევროები

840 685 ლარი – ფეხბურთის განვითარების ფონდი

38 მილიონ 625 980 ლარი ფეხბურთის ფედერაციამ ასე დახარჯა:

ხელფასი – 11 597 373 ლარი

ნაკრებების ხარჯები – 7 677 471 ლარი

რეგიონალური ფედერაციები და უწყებანი – 462 000 ლარი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერა-პრიზები – 0

სესხის პროცენტი – 370 417 ლარი

ბანკის მომსახურების პროცენტი – 35 569 ლარი

მივლინების ხარჯები – 190 030  ლარი

კომუნალური ხარჯები 835 572 ლარი

სამეურნეო – 216 975  ლარი

გადასახადები – მიწა, ქონება – 141 777 ლარი

ცვეთა და ამორტიზაცია – 1 837 810 ლარი

წარმომადგენლობითი ხარჯები – 120 121 ლარი

სანოტარო, მთარგმნელობ.აუდიტორული – 61 545 ლარი

ფიფა უეფას მიერ დარიცხული ჯარიმები – 33 662 ლარი

კომიტეტის სხვა ხარჯები –  157 910 ლარი

სხვა ხარჯები –  3 889 825 ლარი

ძირითადი საშუალებების მშენებლობა/პროექტირების ხარჯი – 10 534 669 ლარი

განვითარების ფონდის დაფინანსების ხარჯი – 840 685 ლარი

სულ ხარჯები: 39 003 411 ლარი

მოგება ზარალი – მინუს (-)377431

მოგების გადასახადი საგადასახადო კოდექსის მიხედვით 536 587 ლარი

სულ წმინდა მოგება-ზარალი –  მინუს (-)914 018 ლარი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, 2018 წელიც, წინა ორი წლის მსგავსად, ზარალით დაასრულა, რომელმაც 313 350 ლარი შეადგინა, ბიუჯეტი კი, 2017 წლისგან განსხვავებით, დაახლოებით, 14 მილიონი ლარით შემცირდა. გასულ წელს, ლევან კობიაშვილმა, თავის თანამშრომლებს, ხელფასის სახით 10 650 000 ლარი გადაუხადა.

2018 წლის შემოსავლები ასეთია:

8 600 000 ლარი – შემოსავალი რეალიზაციიდან

6  600 000  ლარი – სახელმწიფო დაფინანსება

საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები:

5 985 000 ლარი – უეფა ჰეთ თრიქი

1 875 000 ლარი – ფიფა

1 120 000 ლარი – კლუბების საწევროები

ჯამში, შემოსავალმა 24 მილიონ 180 000 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან, 10 650 000 ლარი ფედერაციამ თანამშრომელთა ხელფასში გადაიხადა, ნაკრებებს 5 მლიონ 168 850 ლარი მოახმარა, ეროვნული ჩემპიონატისთვის ამ თანხიდან არაფერი გაუღია, ხოლო მშენებლობასა და სამშენებლო პროექტებში 4 მილიონ 500 000 ლარი დახარჯა.

10 650 000 ლარი – ხელფასი

5 169 850 ლარი – ნაკრებების ხარჯები

470 000 ლარი – რეგიონალური ფედერაციები და უწყებანი

120 000 ლარი – სესხის პროცენტი

22 500 ლარი – ბანკის მომსახურების პროცენტი

195 000 ლარი – მივლინების ხარჯები

605 000 ლარი – კომუნალური ხარჯები

195 000 ლარი – სამეურნეო

625 000 ლარი – გადასახადები – მიწა, ქონება, მოგება

520 000 ლარი – ცვეთა და ამორტიზაცია

125 000 ლარი – წარმომადგენლობითი ხარჯები

40 000 ლარი – საკანცელარიო ხარჯები

148 000 ლარი – დაცვის ხარჯები

108 000 ლარი – სანოტარო, მთარგმნელობა.აუდიტორული

650 000 ლარი – სხვა ხარჯები

მშენებლობა და სამშენებლო პროექტები – 4 500 000 ლარი

სულ ხარჯები – 24 143 350 ლარი

მოგება ზარალი – 36 650

მოგების გადასახადი-  მინუს (-) 350 000 ლარი

სულ წმინდა მოგება-ზარალი – მინუს (-)313350 ლარი

ამ შემოსავლებსა და ხარჯებთან დაკავშირებით, The Recorder სამი კვირის განმავლობაში ცდილობდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ინტერვიუს შეთანხმებას, თუმცა, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრესსამსახურმა, გუშინ განაცხადა, რომ კობიაშვილისგან ინტერვიუს ბევრი მედიასაშუალება ითხოვს და ყველა კითხვას, არჩევნებამდე, ჟურნალისტებთან გაფართოებულ შეხვედრაზე უპასუხებს.

მიუხედავად ამისა, The Recorder-მა, მაინც მიმართა კითხვებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას:

  1. რამდენი ადამიანი მუშაობდა ფეხბურთის ფედერაციაში 2016, 2017 და 2018 წლებში, წლების მიხედვით?
  2. რა ოდენობით განისაზღვრება ყველაზე მაღალი ხელფასი ფეხბურთის ფედერაციაში?
  3. მოგება-ზარალის უწყისში, რომელიც სფფ-მ 28-ე ყრილობისთვის კლუბებს გაუგზავნა, სადაც ჩაშლილია ფედერაციის წლიური შემოსავლები და ხარჯები, პირველ პუნქტში საუბარია ხელფასზე. მოიცავს თუ არა ეს პუნქტი ნაკრები გუნდების სამწვრთნელო შტაბების ანაზღაურებას?
  4. ვინაიდან, მოცემულ დოკუმენტში ყველა ხარჯი გაწერილია, თუ რისთვის რა გაიხარჯა, რას მოიცავს “სხვა ხარჯი” – 2016 წელს – 608 789 ლარი, 2017 წელს – 3 889 825 ლარი, 2018 წელს –  650 000 ლარი
  5. 2016 წელს ძირითადი საშუალებების მშენებლობა-პროექტში 2 076 259 დაიხარჯა, 2017 წელს – 10 534 669, 2018 წელს, მშენებლობებსა და სამშენებლო პროექტებში გაწეული ხარჯი – 4 500 000 ლარი, კონკრეტულად, რომელ პროექტებს მოხმარდა მოცემული თანხები?
  6. რა იგულისხმება განვითარების ფონდის დაფინანსების ხარჯში და რის საფუძველზე გადაუხადა ფედერაციამ ფონდს 840 685 ლარი?
  7. ცვეთა/ამორტიზაციის ხარჯმა 2016 წელს 2 832 497, 2017 წელს – 1 837 810 ლარი, ხოლო 2018 წელს-520 000 ლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, როგორ გადანაწილდა ეს თანხა?

ამ შეკითხვებზე დღეს ფეხბურთის ფედერაციამ ასეთი პასუხი გასცა:

„მოგესალმებით,

მადლობა შეკითხვებისთვის.

გატყობინებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსების ნაწილშია ვალდებული გასცეს საჯარო ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, არასწორი ინტერპრეტირების პრევენციის მიზნით, თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ გავცეთ.

ამასთან, მეორე კითხვის „რა ოდენობით განისაზღვრება ყველაზე მაღალი ხელფასი ფეხბურთის  ფედერაციაში” პასუხად, დამატებით გატყობინებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა ქმნის პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნების რისკს და შესაბამისად, პასუხს ვერც ამ შემთხვევაში მოგაწოდებთ.

რაც შეეხება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ინტერვიუს, როგორც განგემარტათ, ინდივიდუალური ინტერვიუების მოთხოვნათა სიმრავლის გამო, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება; თუმცა, იმისათვის რომ ყველას მიეცეს კითხვების დასმის თანაბარი შესაძლებლობა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გეპატიჟებით მედიასთან ღია შეხვედრაზე, რომლის ზუსტ თარიღს მოგვიანებით გაცნობებთ.

მადლობა,

საუკეთესო სურვილებით,

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია“, – ნათქვამია სფფ-ს წერილში.

 

  • 78
  •  
  •  
  •  
  •