ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გაუდო საქართველომაც აღიარა

დავით ზალკალიანი: „საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად“

საქართველომ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.
ამის შესახებ, განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
“ვენესუალაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელის მოქალაქეებს თავიანთ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – წერს ზალკალიანი.

ვენესუელაში, ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, 23 იანვარს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.
პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

  • 3
  •  
  •  
  •  
  •