კახა კალაძე გეგა გეგეშიძეზე: ეს იყო მართლაც ამაზრზენი

თბილისის მერის განცხადებით, მოჭიდავის ცემის ფაქტი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერის, კახი კალაძის შეფასებით, 11 იანვარს,  სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხრიდან, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტნის, ზურა დათუნაშვილის ცემის ფაქტი ამაზრზენია და ეს მისაღები არავისთვის არის.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მომხდარი. ყველა ნორმალური ადამიანი, ვინც საღად აზროვნებს, როგორ უნდა იყოს მისაღები და დადებითი ის, რაც მოხდა. ეს იყო მართლაც ამაზრზენი, რაც ჩვენ ყველამ სატელევიზიო ეთერით ვიხილეთ. როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია“, – განაცხადა კალაძემ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ზურა დათუნაშვილზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები “შაბათის კურიერმა” გაასაჯაროვა. შსს საქმეს 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებს.

ამ დროისთვის, საქალაქო სასამართლოში, მოჭიდავის, ზურა დათუნაშვილის დაკითხვა გრძელდება.

  • 252
  •  
  •  
  •  
  •  
  •