კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაგთის“ და „ჯეოსელს“ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილების შეჩერებას სთხოვს

კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ფასების ცვლილება

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს (“ჯეოსელი” და “მაგთი”) მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
„კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება.
ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს“,- აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილი გახდა, 18 თებერვლიდან “მაგთის“, ხოლო 1-ლი მარტიდან  “ჯეოსელის” აბონენტებისთვის ტარიფები იზრდება.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •