ნიკოლოზ ბასილაშვილი ციციპასთან რთულ ბრძოლაში დამარცხდა

შეხვედრამ 2 საათსა და 56 წუთს გასტანა

ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში, საქართველოს პირველო ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიოს მე-15 ჩოგანს, 20 წლის ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში – 6:3, 3:6, 7:6, 6:4 დამარცხდა.

შეხვედრამ 2 საათსა და 56 წუთს გასტანა. ყველაზე საინტერესო მესამე სეტი გამოდგა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა 4:1 ანგარიშიდან შეხვედრის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ, სეტის ბედი ტაიბრეიქში გაირკვა, სადაც ბერძენმა 9:7 და შესაბამისად, სეტი მოიგო.

გარდამტეხი იყო მეოთხე სეტში ბასილაშვილის დაბრეიქება. ნიკა თავის მოწოდებას 0:40-ს იგებდა, თუმცა, ციციპასმა მოახერხა და ეს გეიმი მოიგო, საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ბრეიქის  წყალობით შეძლო მან მატჩის მოგებაც – 3:1.

ციციპასი ბრძოლას აგრძელებს და მისი მომდევნო მეტოქე, დიდი ალბათობით  ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი იქნება, რომელიც ამ წუთებში, ამერიკელ ტეილორ ფრიტს ამარცხებს.

  • 9
  •  
  •  
  •  
  •