“ყაზტრანსგაზი” დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

კომპანია დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდ დიღომში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების თქმით, მათ დილით საავარიო ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მან დაზიანებას ვერ მიაკვლია და განაცხადა, რომ საშიში არაფერი იყო.
აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით, იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
დაშვებულია 6 ადამიანის მდგომარეობა სტაბულურია.
17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

  • 7
  •  
  •  
  •  
  •