“სისხლის ბანკი” მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებს

"სისხლის ბანკში" აცხადებენ, რომ მარაგების რაოდენობა მინიმუმამდეა

“სისხლის ბანკი” მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებს.

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, “სისხლის ბანკში” აცხადებენ, რომ მარაგის რაოდენობა მინიმუმამდეა. ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას დაშავებულებს, რომელთაგან უმეტესობა მცირეწლოვანია, გუშინ ღამეც და დღეს დილითაც, სისხლის გადასხმა დასჭირდათ.

“წუხელ დაკმაყოფილდნენ პაციენტები და დღეს დილასაც გადაესხა ბავშვს კონკრეტული ჯგუფის სისხლი. შეიძლება შეიქმნას დეფიციტი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაიღონ სისხლი და გაიღონ არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოქალაქეებისთვის. მოქალაქეთა აქტიურობა არის ძალიან დაბალი და გთხოვთ, გაიღოთ სისხლი”, – აცხადებენ “სისხლის ბანკში”.

 

  • 9
  •  
  •  
  •  
  •