ფედერერამდე გზა ციციპასზე გადის – მელბურნში გამთენიას ბასილაშვილს დიდი ბრძოლა ექნება

შეხვედრა, თბილისის დროით, 18 იანვარს, 04:00 საათზეა დაგეგმილი

ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-15 ჩოგანს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი სტეფანო ტრავალია დაძაბულ, 5-სეტიან ბრძოლაში 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზეგ გავიდა.

იოლი გასეირნება არც ბერძენს ჰქონია, რომელმაც ვიქტორ ტროიცკის 4-სეტიან დუელში მოუგო.

მიუხედავად იმისა, რომ განვლილი ორივე თამაში ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან მძიმედ მოიგო, ეუბენკსსა და ტრავალიასთან ის ფავორიტის სტატუსით გამოდიოდა კორტზე, დღეს კი ის რეიტინგის მიხედვით, თანაბარ კონკურენტს ხვდება.

ციციპასის დამარცხების შემთხვევაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი, შესაძლოა ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდეს.

შეხვედრა, თბილისის დროით, 18 იანვარს, 04:00 საათზეა დაგეგმილი.

  • 28
  •  
  •  
  •  
  •