დიაგნოზი ფოტოთი: ამერიკელი მეცნიერების ახალი გამოგონება

DeepGestalt-ის სისტემამ, ექიმებთან შედარებით, ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენა

ამერიკულმა კომპანიამ FDNA შექმნა რევოლუციური პროგრამა DeepGestalt.

ე.წ. ღრმა შესწავლის ალგორითმის მეშვეობით, სისტემას მხოლოდ ფოტოსურათის გამოყენებით შეუძლია გენეტიკური დაავადებების აღმოჩენა. FDNA-ს გამოკვლევა ჟურნალში – Nature Medicine გამოქვეყნდა.

ხელოვნურმა ინტელექტმა შეისწავლა გენეტიკური დაავადებების მქონე 17 ათასამდე ადამიანის გამოსახულება, რათა მიღებული მონაცემების საფუძველზე დაგროვილი ინფორმაციის მეშვეობით, ფოტოსურათის გამოყენებით, შესძლებოდა დიაგნოზის დასმა.

ტესტირების ეტაპზე, DeepGestalt-ის სისტემამ, ექიმებთან შედარებით, ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენა.

აღმოჩენის ერთადერთ პრობლემად იმას ასახელებენ, რომ ვირტუალური ტესტის გაკეთება პირის ნებართვის გარეშეა შესაძლებელი, რაც პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლებას არღვევს. ამიტომ DeepGestalt-ის სისტემა, სავარაუდოდ, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების პაციენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

  • 7
  •  
  •  
  •  
  •