H1N1 ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა

ეს, საქართველოში ვირუსით გარდაცვალების მე-16 შემთხვევაა

H1N1 ვირუსით საქართველოში გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაღუპული 10 თვის ბავშვია, რომელსაც ე.წ. ღორის გრიპთან ერთად, წითელას დაავადებაც ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, მედიკოსებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ეს, საქართველოში ვირუსით გარდაცვალების მე-16 შემთხვევაა.

 

 

  • 19
  •  
  •  
  •  
  •