მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის, აჭარული ხაჭაპური პირველ ადგილზე გავიდა

ხაჭაპური ერთადერთი ქართული კერძია, რომელიც ასეულში მოხვდა და თანაც პირველი ადგილი დაიკავა

პოპულარულმა საიტმა – www.tasteatlas.com იმ ასი კერძის სია შეადგინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად უყვართ.

გამოკითხულთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ყველაზე მაღალი შეფასება ქართულ ხაჭაპურს, კერძოდ კი აჭარულ ხაჭაპურს დაუწერა.

შემდეგ ადგილზე ბოსნიური “ჩევაპი” გავიდა, მესამე ადგილი კი იტალიურ “კარბონარას” ერგო.

ასეულში ყველაზე მეტჯერ იტალიური სამზარეულოა წარმოდგენილი. “ლაზანია”, “პიცა ნაპოლეტანა”, “ბოლონეზე”, “რიზოტო” – ეს იმ საკვების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევანს აკეთებს.

ხაჭაპური ერთადერთი ქართული კერძია, რომელიც ასეულში მოხვდა და თანაც პირველი ადგილი დაიკავა.

  • 19
  •  
  •  
  •  
  •