კლასის ხარჯზე: ელიზბარ ოდიკაძემ გივი მაჭარაშვილს ფინალი მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

შეხვედრის დასასრულს, მაჭარაშვილსა და ოდიკაძეს შორის მცირე შეკამათებას ჰქონდა ადგილი

97 კგ წონით კატეგორიაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ისევ ელიზბარ ოდიკაძე გახდა.

ფინალში მან 23-წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, გივი მაჭარაშვილი დაამარცხა. მაჭარაშვილმა პირველი პერიოდი 3:6 მოიგო, მეორე ნახევარში კი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა, ელიზბარ ოდიკაძემ შეხვედრის შემოტრიალება შეძლო და მეტოქეს 10:9 სძლია.

დაპირისპირება ძალზედ საინტერესო გამოდგა.  შეხვედრის დასასრულს, მაჭარაშვილსა და ოდიკაძეს შორის მცირე შეკამათებას ჰქონდა ადგილი. როგორც ჩანს, მაჭარაშვილი მარცხის გამო გაბრაზდა, თუმცა მსაჯმა ორივე ფალავანი დააშოშმინა.

86 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტულს სანდრო ამინაშვილი დაეუფლა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დღესვე, საქართველოს ჩემპიონის ტიტულები ედემი ბოლქვაძემ (65კგ) და ნიკა კენჭაძემ (79კგ) მოიპოვეს.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •