გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოს გადაწყვეტილებით, სკოლებში არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა

გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

განათლების სამინისტრომ სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

ზოგიერთ საჯარო სკოლას კერძო კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლებიც შენობაში სრულ დეზინფექციას ჩაატარებენ. ცნობისთვის, განათლების სამინისტრო, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებს მოუწოდებს, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ, სველი წესით სისტემატურად დალაგდეს საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარით გაიწმინდოს მერხები და სასკოლო ინვენტარი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოს გადაწყვეტილებით, სკოლებში არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •