ნავთობის ფასი 11%-ით გაიზარდა

ბარელის ღირებულება, სავარაუდოდ, 60 დოლარს გადააჭარბებს

ნავთობის ფასი, ახალი წლიდან, 11%-ით გაიზარდა. ბარელის ღირებულებამ დღეს 59,87 დოლარს მიაღწია.  გასული წლის 31 დეკემბერს, ბარელი ნავთობი 53,8 დოლარი ღირდა.

ნავთობის ფასის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზად, ანალიტიკოსები ოპეკი+ გადაწყვეტილებას ასახელებენ. ოპეკი და ის ქვეყნები, რომლებიც კარტელში არ შედიან, დეკემბრის დასაწყისში, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

ოპეკი+ გადაწყვეტილება ძალაში ახალი წლიდან შევიდა.

გარდა ამისა, გაზეთი The Wall Street Journal, ოპეკის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთი Brent ნავთობის 1 ბარელის ფასის 80 დოლარამდე გაზრდას ცდილობს, ნავთობის ექსპორტის დღე-ღამეში 7,1 მლნ ბარელამდე შემცირების გზით. გასული წლის დეკემბერში, ექსპორტი დღეში 7,3 მლნ ბარელს შეადგენდა.

ნავთობის ფასის ზრდის კიდევ ერთ მიზაზად, ანალიტიკოსები, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს შორის, სავაჭრო დავის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ასახელებენ.  ვარაუდობენ, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად, სარისკო აქტივებზე, მათ შორის, ნავთობზე, მოთხოვნა გაიზრდება.

დასავლელი ეკონომისტების თქმით, ნავთობის ფასის ზრდა, ზამთრის პერიოდში, ენერგორესუსრებზე ტრადიციულად მაღალი მოთხოვნის გამო, გაგრძელდება. თუმცა ბარელი ნავთობის ღირებულება, სავარაუდოდ, 60-62 დოლარს არ გასცდება.

წყარო: BBC

 

 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •