ნინო ლომჯარია: ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები

სახალხო დამცველი მოქალაქეებისთვის სასესხო დავალიანებების ჩამოწერის საკითხის შესწავლას საჭიროდ მიიჩნევს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თვლის, რომ მთავრობის ინიციატივა 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოების, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, შესწავლას საჭიროებს. ომბუცმენი აცხადებს, რომ, ამ საკითხის ირგვლივ, “გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება”:

“მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ტექნიკურად ამ ვალების ანაზღაურება. თუკი მასში კერძო პირები იქნებიან ჩართულნი და ისინი კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, მაშინ ვფიქრობ, რომ აღნიშნული შემთხვევა იმსახურებს შესწავლას, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების, თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

  • 3
  •  
  •  
  •  
  •