ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა და ნახევარფინალური მატჩის თბილისში თამაში გაინაღდა.

ეროვნულმა გუნდმა გათამაშების მეექვსე ტურში, “დინამო არენაზე” ყაზახეთის ეროვნულ ნაკრები  2:1 დაამარცხა.

“დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი ჩაკვეტაძის ფლანგური გარღვევა შედეგიანი თავური დარტყმით გიორგი მერებაშვილმა დაასრულა. მატჩი კვლავ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეტევებით გაგრძელდა და 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე დაფიქსრიდა, ქართველების საჯარიმოში შექმნილი არეულობით ორალხან ომირტაევმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა.

მოპოვებული სამი ქულით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის პირველ ჯგუფში 16 ქულა დააგროვა, 16 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრის “დინამო არენაზე” გამართვის უფლება მოიპოვა. ჩვენი გუნდის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, პლეი-ოფის შეხვედრა კი, 2020 წლის მარტში ჩატარდება.

უეფას ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში საქართველოს ეროვნული ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს

საქართველო 2:1 ყაზახეთი

თბილისი, “დინამო არენა”

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (86’ ხოჭოლავა), კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე (90’ აბურჯანია), მერებაშვილი, გვილია (75’ კაჭარავა), დვალი;

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, კუპატაძე, დვალიშვილი, ჭანტურიშვილი, კაჭარავა, ტაბიძე, ზარანდია, ხარაიშვილი;

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი;

ყაზახეთი: ნეპოგოდოვი, მალი, კუატი, მუჟიკოვი, შეტკინი (74’ პერცუხი), მურთაზაევი (88’ ომირტაევი), სუიუმბაევი, ზაინუტდინოვი, ფედინი (83’ ტუისბეკი), ბეისიბეკოვი, ლოგვინენკო;

სათადარიგო შემადგენლობა: ისლამკულოვი, პლოტნიკოვი, მიროშნიჩენკო, მაროჩკინი, ნარზილდაევი, იერლანოვი;

მსაჯები: ტიაგო მარტინი (პორტუგალია), ლუის კამპოსი (პორტუგალია), რიკარდო სანტოსი (პორტუგალია), უგო მიგელი (პორტუგალია), ჟოაო კაპელა (პორტუგალია), ანტონიო გოდინიო (პორტუგალია);

გაფრთხილება: 45+1’ მუჟიკოვი, 90+4’ სუიუმბაევი;

გოლები: 1:0 მერებაშვილი (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 2:1 ომირტაევი (90);

ფოტო: სფფ

  •  
  •  
  •  
  •  
  •