მთავრობის გადაწყვეტილებით, 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება

ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და დეკემბრის ბოლოს დასრულდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

ამის შესახებ განცხადება დღეს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა, რომელმაც ფონდ “ქართუს”აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის განმარტებით, საუბარია მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტ დავალიანებაზე:

“მინდა, განვუმარტო საზოგადოებას, რომ “შავ სიაში” დაფიქსირებული ვალების თითქმის 95 % შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს, დაახლოებით, მილიარდნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს. ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 000 სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  •  
  •  
  •  
  •  
  •