სფფ ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

ამის შესახებ ინფორმაციას uefa.com ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს.

ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია დღეს უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეგიდით გასამართი ტურნირების ფინალის მასპინძლობაზე, დღეისთვის, უეფას აღმასრულებელ კომიტეტში სულ 11 განაცხადია შესული. გამარჯვებული ქვეყნების ვინაობა, 2019 წლის ივნისში გაირკვევა.

ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის, საქართველოსთან ერთად, ავსტრია და ესპანეთი იბრძვიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, 2020 წლის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადი გასულ წელს საკუთარი სურვილით გააუქმა.

 

  •  
  •  
  •  
  •  
  •