2019 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მთავარი ასრტოლოგიური მოვლენები

მთავარი ასტროლოგიური მოვლენები

მთვარის დაბნელება 2019 წელს:

როგორც ცნობილია, მზის და მთვარის დაბნელებები სერიოზულ გავლენას ახდენენ ადამიანებზე.  ასტროლოგიური თვალსაზრისით, მთვარე ადამიანის შინაგან მდგომარეობას, ფსიქიკას, ემოციას, ირაციონალურ მხარეს განაგებს.  ამიტომაც, მთვარის დაბნელებები ჩვენში ინდივიდუალურ დონეზე მოქმედებს.

  • 20-21 იანვარს მთვარის სრული დაბნელება გველის
  • 16-17 ივლისს მთვარე მხოლოდ ნაწილობრივ დაბნელდება

მზის დაბნელება 2019 წელს

მზის დაბნელება საუკეთესო დროა კარდინალური ცვლილებებისთვის, იმის მისაღწევად, რაც ყოველთვის გსურდათ და ვერ შეძელით ან ვერ გაბედეთ.  მზის დაბნელებას მოსდევს ახალი საწყისი – ძველის დასრულება და სიახლის შემოტანა ჩვენს ცხოვრებაში. ასტროლოგიურად, მზის დაბნელებას შესაძლოა მოჰყვეს ძალაუფლების წართმევა, პოზიციების დათმობა და ახალი ძალებით გზის გაგრძელება.

  • მზის ნაწილობრივ დაბნელებას უნდა ველოდეთ 2019 წლის 5-6 იანვარს
  • მზის სრული დაბნელება კი 2 ივლისს მოხდება

2019 წლის 11 ნოემბერს პლანეტა მერკური 5 საათით ტრანზიტული გახდება

მერკურის ტრანზიტი ბოლოს 2016 წლის მაისში დაფიქსირდა, შემდეგ ჯერზე ის ტრანზიტული 2095 წელს იქნება. გაიხსენეთ, რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი 2016 წლის მაისში და ადვილად ივარაუდებთ, რას უნდა ელოდოთ მერკურის 2019 წლის ტრანზიტის დროს.

26 დეკემბერს მზე რკალში დაბნელდება

მზის ასეთი დაბნელება ყველა ნიშანზე ერთნაირ გავლენას არ მოახდენს. შესაძლოა, ზოგიერთ მათგანზე არანარი ზემოქმედება არ ჰქონდეს, ან პირიქით, შესაძლოა მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს.

ცეცხლის სტიქიის ნიშნები (ვერძი, ლომი და მშვილდოსანი)

2019 წელი ცეცხლის სტიქიის იმ წარმომადგენლებისთვის არის იდეალური, რომელთაც გააჩნიათ საყვარელი საქმე, ჰობი. სოციალური აქტივობა პირველ პლანზე გამოდის. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ კონფლიქტურ სიტუაციებს, რაც მათ ცეცხლოვან ხასიათს უკავშირდება, თუმცა კონფლიქტის დარეგულირებას ისინი მაინც შეძლებენ.

ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის 2019 წელი ახალი აღმოჩენების, ახალი გატაცებების წელია. მაშინ, როდესაც ლომი და მშვილდოსანი მიდიან წინ, წარმატების გზაზე, ვერძებს შესაძლოა, შეხვდეთ სირთულეები. ასტროლოგები ვერძებს ურჩევენ, შეარბილონ გამონათქვამები.

მიწის სტიქიის ნიშნები (კურო, ქალწული და თხის რქა)

მიწის სტიქიის ნიშნებისთვის 2019 წელი  წარმატებული იქნება, განსაკუთრებით, კარიერული თვალსაზრისით. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გაუჩნდებათ ახალი შესაძლებლობები, უკეთ გამოავლინონ თავი. მთავარია, მათ შეძლონ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან. 2019 წლის ფავორიტი მიწის სტიქიის ნიშანი ქალწულია. ქალწულებს წელს ყველა სფეროში გაუმართლებთ.

ჰაერის სტიქიის ნიშნები (ტყუპები, სასწორი და მერწყული)

წინა წლებისგან განსხვავებით, ჰაერის სტიქიის ნიშნები 2019 წელს თავს გაცილებით კომფორტულად იგრძნობენ. განსაკუთრებით გაუმართლებთ სასწორებს, ისინი უფრო მეტად თავდაჯერებულები იქნებიან საორგანიზაციო საკითხებში და შესაძლოა, მენეჯერული პოზიციებიც დაიკავონ.

წყლის სტიქიის ნიშნები (კიბო, მორიელი და თევზები)

როგორც იქნა, ამ მგრძნობიარე ნიშნებისთვისაც დადგება შვების წელიწადი. 2019 წელი მათთვის არა თანაგრძნობის, არამედ წარმატების მომტანი იქნება. ისინი თავიანთ ინსტიქტებს უნდა დაეყრდნონ. თევზებს, განსაკუთრებით, მარტის თვეში გაუმართლებთ. შესაძლოა, მათ წარმატებული ბიზნესსაქმიანობაც დაიწყონ.

მორიელებისთვის 2019 წელი გაცილებით მშვიდი იქნება, ვიდრე 2018 წელი. ისინი შეძლებენ ემოციური ბალანსის პოვნას და შეწყვეტენ გადაწყვეტილების იმპულსურად მიღებას, შემცირდება კონფლიქტები და მათ სახლში ჰარმონია დაისადგურებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • 21
  •  
  •  
  •  
  •